Pages

Tuesday, June 14, 2011

ორგანიზაცია ”მწვანეები”


საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები–საქართველო – წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს ჰუმანიტარული და ეთნოკულტურული გარემოს დაცვას, ბრძოლას ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ეკოლოგიური ცოდნის პროპაგანდას და ცნობიერების ამაღლებას საზოგადოების ფართო ფენებში. ბუნებისადმი ტექნოკრატიული მომხმარებლური დამოკიდებულების აღმოფხვარას, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვას, საზოგადოებრივი თვალსაზრისით მდგრადი საზოგადოების ფორმირებას....


საქართველოს მწვანეთა მოძრაობა არის პოპულარული გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც 1989 წელს დაარსდა.


საქართველოს მწვანეთა მოძრაობა ახორციელებს კონკრეტულ გარემოსდაცვით პროექტებს. ორგანიზაცია შეიმუშავებს სატყეო მეურნეობის, ეკოლოგიური არქიტექტურის, ეკოგანათლებისა და სხვა სფერობის განვითარების ალტერნატიულ მოდელებს, ეწყობა მათი საჯარო განხილვები, მათი ლობირების კამპანიები, ხორციელდება პრაქტიკული გარემოსდაცვითი საქმიანობები, საკანონმდებლო ინიციატივები და სხვა.

View ekologia in a larger map
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა წარმატებით მუშაობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ პარტნიორებთან ერთად. მან განახორციელა წარმატებული კამპანიები დიდი ჰიდროელექტროსადგურებისა და ტოქსიკური ნარჩენების გადამამუშავებელი მსხვილი ქარხნების მშენებლობის წინააღმდეგ. 1995 წელს მწვანეთა მოძრაობის დიდი მცდელობის შედეგად საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლს დამატა მე–3 პუნქტი:


"ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარების შესახებ"............

0 comments:

Post a Comment