Pages

Sunday, June 19, 2011

ბიბლიოგრაფია

1. ჩხუბიანიშვილი, ნ.-ეკოლოგია და გარემოს დაცვა : [სახელმძღვ. სტუდ.] / ნ. ჩხუბიანიშვილი, გ. მჭედლიშვილი, მ. დემეტრაძე ; სტუ. - თბ. : [ტექნ. უნ-ტი],
2. ციციაშვილი, აბონ-გარემო ჩვენი არსობისა : ეკოლოგია და საერთაშორისო ურთიერთობის ზოგიერთი ასპექტი.
3. თუთის აბრეშუმხვევიას ეკოლოგიასა და კვების ტექნიკაში გამოყენებული ცნებები და განმარტებები
4. თუთის აბრეშუმხვევიას ეკოლოგია და გამოკვების ტექნიკა
5. . ქაჯაია, გია-ცხოველთა პოპულაციური ეკოლოგია,მონადირე და მეთევზე•
6. ალექსიძე, ნ.-მენეჯმენტი
7. მჭედლიძე, მ.-ეკოლოგია მეტეოროლოგიისა და ბუნების დაცვის საფუძვლებით
8. კალანდაძე, ლ.
9. კომბოსტოს ტილის ბიოლოგია - ეკოლოგია და მასთან ბრძოლის შესწავლისათვის საქართველოში // ლ.პ. ბერიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მოამბე.
10. გუტიევი, გ.
11. ტუნგოს ეკოლოგია საბჭოთა სუპტროპიკებში // ჩაის მრეწველობისა და სუბტროპიკულ კულტურათა სრულიად საკავშირო სამეცნიერო-საგამოკვლევო ინსტიტუტის ბიულეტინი. -
12. პრავდინი, ლ.
13. კორპის მუხის (Quercus suber L.) ეკოლოგია :
14. ბაშინჯაყელი, ნ.
15. სახელმძღვანელო მცენარეთა ეკოლოგიაში
16. სიხარულიძე, ზ.
17. ჩხართვის (Turdus visovorus L) ეკოლოგია საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალში
18. კუტუბიძე, მ.
19. კავკასიური როჭოს (lyrurus mlokosiewiczi Tacz.) ეკოლოგია და გავრცელება საქართველოს ფარგლებში
20. ჩაჩავა, ა.
21. მინერალური სასუქები და ეკოლოგია
22. სიჭინავა, შ.
23. Anopholes hyrcanus - ს ბიოლოგია და ეკოლოგია აფხაზეთის ასსრ - ში
24. სიჭინავა, შ.
25. სისხლმწოვი კოროების ფაუნა, ბიოლოგია, ეკოლოგია და გავრცელება ლანდშაფტურ - კლიმატური ზონების მიხედვით აფხაზეთის ასსრ - ში
26. რადნოტი, მ.
27. არ ვიცი... - მეშვიდე ეკოლოგია. - მოკრძალებული ოდა. - "არც ჩემი ხალხი..." - წყვდიადი :
28. მარუაშვილი, თამარ
29. ახალი საბაკალავრო პროგრამა ეკოლოგიაში // თბილისის უნივერსიტეტი. - , ბასილაია, ეკა
30. კახეთში - გაუდაბნოება, სამეგრელო-აჭარაში - კიდევ უფრო მეტი ნალექი. საქართველოს მოდელირებული ეკოლოგია
31. ენუქიძე, ნიკოლოზ
32. ვიზრუნოთ ქვეყნის ეკოლოგიაზე "საქართველოს ბანკთან" ერთად /

ისევ და ისევ პრობლემა...

დღესდღეობით ყველაზე დიდი პრობლემა,რაც დგას კაცობრიობის წინაშე ეს არის ეკოლოგიური პრობლემა.განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა დგას საქართველოს წინაშე,და მით უფრო ჩვენი დედაქალაქის თბილისის წინაშე..ბოლო დროის გამოკვლევების შშედეგებმაც ცხადყო რომ თბილისი ევროპაში ერთ ერთი დაბინძურებული ქალაქია..რაც მთავარია ველაფერში დამნაშავენი ჩვენ თვითონ ვართ..რადგან ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ყველგან,მე ძირითადად მინდა შევეხო ფორუმიდან გამომდინარე,ჩვენს მდინარეებთან და წყალსატევებთან არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს...თითოეული ჩვენთაგანი ბევრჯერ გავსულვართ სათევზაოდ და საკუთარი თვალით გვინახავს თუ რა ხდება ჩვენს მდინარეებსა და წყალსატევებზე..ყველაფერი გადავსებულია პოლიეთილენის პარკებით და პლასტმასის ბოთლებით.ყველას კარგად მოგვეხსენება რომ აღნიშნული ნივთიერებები არ იხრწნება და უცვლელი სახით აბინძურებს ჩვენს უძვირფასეს ბუნებას..მინდა ერთი ფაქტი გავიხსენო ჩემი ახლო წარსულიდან." __ვსწავლობდი "საქართველოს საპატრიარქოს ეკოლოგიისა და დეკორატიული მებაღეობის " ინსტიტუტში,საიდანაც მოგვიწია ექსპედიციით წასვლა ლაგოდეხის ნაკრძალში,თან გვახლდა კანადელი მეცნიერი.რომ მოვიარეთ ნაკრძალი და უკან ვბრუნდებოდით ეს კაცი ჩემს წინ მიდიოდა და გზად რაც კი პოლიეთილენის პარკები და პლასტმასის ბოთლები ნახა ყველა აკრიფა და გაასუფთავა ბილიკი..სწორედ მაგ დროს მივხვდი თუ რა უგუნური და უვიცი ვიყავი.მე საქართველოში დაბადებულ გაზრდილ ადამიანს იმის შეგნება არ მქონდა რომ ის ნაგავი მე ამეკრიფა,ამის მაგივრად მე პირიქით დავაბინძურე იქაურობა.რაც მთავარია ამ კონკრეტულმა შემთხვევამ ჩემზე იმდენად იმოქმედა,რომ მე იმ დღის შემდეგ ბევრ რამეზე დავფიქრდი და შევიგნე და შევიმეცნე,რომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და პატივი უნდა ვცეთ მას,როგორც ცოცხალს და ერთადერთს...ყველაზე უფრო საგანგაშო კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ჩვენი ერთ ერთი უმთავრესი მდინარე "მტკვარი" რომელიც ძალიან არის დაბინძურებული სხვადასხვა მავნე ნივთიერებებისგან,XIX საუკუნის 60-იან წლებში მტკვრიდან წყალს წყალსაქაჩით ქაჩავდნენ, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო.

მე-19 საუკუნის დასაწყისში დიდუბეში ორი სარწყავი არხი ყოფილა ავჭალიდან გამოყვანილი რუ და მტკვრიდან გამოყვანილი ეწ. ბაღის არხი საბჭოთა პერიოდში მტკვრის წყალს ფართოდ იყენებდნენ ფაბრიკასა და ქარხნებში ტექნიკური წყლით უზრუნველსაყოფად.დღეს კი ყოველივე ეს წარმოუდგენელია..გარდა პოლიეთილენისსა და პლასტმასისა,ჩვენი წყლების დაბინძურებასა და მისი ფლორისა და ფაუნის გადაშენებას ხელს უწყობს მდინარეებში ჩამავალი ფეკალური მასები,სხვადასხვა ქიმიური ნარჩენები და ყველაზე მთავარი ჩვენი"ადამიანების" დაუდევრობა და მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრების წესი..ხვალინდელ დღეზე თუ არ ვიფიქრედ,სულ მალე თევზიც გაქრება და სხვა დანარჩენიც..ამ სტატიით მინდა ყველას მოვუწოდო რომ მოვეფერო ბუნებას,რადგან არაფერი არ ჯობია იმას როცა სუფთა და ჯანსაღ გარემოში ისვენებ და ტკბები მისი სილამაზით..ამ ფორუმზე არაერთი ფოტო არსებობს,რომელიც ასახავს საქართველოს ბუნების სილამაზეს.მოდი ისე ნუ გავაკეთებთ,რომ ამ ლამაზ ფოტოებს ჩაენაცვლოს გახრიოკებული,სანაგვედ ქცეული ადგილების ამსახველი ფოტოკოლაჟი.მინდა ყველას თხოვნით მივმართო:_როცა სათევზაოდ ან უბრალოდ დასასვენებლად გავალთ ბუნებაში და თუ წავაწყდებით მიმობნეულ ნაგავს,მოვაგროვოდ ცეცხლი მოვუკიდოთ და გავანადგუროდ.ამით თუნდაც უმნიშვნელო წვლილი შევიტანოდ ჩვენი მომავლის სასიკეთოდ...ვინც იზიარებთ ჩემს მოსაზრებებს დიდი მადლობა.განვავრცოთ და განვავითაროდ თემა..ბოლოს კი მინდა გთხოვოდ ყველამ ნახოთ ეს კლიპი რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ეკოლოგიურ პრობლემასთან http://www.myvideo.ge/449024 ... ვისწავლოთ და განვახორციელოდ მარტივი პრინციპი:__მივაგოთ ღმერთს ღმრთისაი და ვიხაროდ ორსავე სოფელსა შინა..ღმერთმა გაგახაროდ. http://24saati.ge/index.php/category/society/science/2011-03-13/14840

Tuesday, June 14, 2011

გამოყენებული მასალა






სურათები














ორგანიზაცია ”მწვანეები”


საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები–საქართველო – წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს ჰუმანიტარული და ეთნოკულტურული გარემოს დაცვას, ბრძოლას ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ეკოლოგიური ცოდნის პროპაგანდას და ცნობიერების ამაღლებას საზოგადოების ფართო ფენებში. ბუნებისადმი ტექნოკრატიული მომხმარებლური დამოკიდებულების აღმოფხვარას, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვას, საზოგადოებრივი თვალსაზრისით მდგრადი საზოგადოების ფორმირებას....


საქართველოს მწვანეთა მოძრაობა არის პოპულარული გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც 1989 წელს დაარსდა.


საქართველოს მწვანეთა მოძრაობა ახორციელებს კონკრეტულ გარემოსდაცვით პროექტებს. ორგანიზაცია შეიმუშავებს სატყეო მეურნეობის, ეკოლოგიური არქიტექტურის, ეკოგანათლებისა და სხვა სფერობის განვითარების ალტერნატიულ მოდელებს, ეწყობა მათი საჯარო განხილვები, მათი ლობირების კამპანიები, ხორციელდება პრაქტიკული გარემოსდაცვითი საქმიანობები, საკანონმდებლო ინიციატივები და სხვა.

View ekologia in a larger map
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა წარმატებით მუშაობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ პარტნიორებთან ერთად. მან განახორციელა წარმატებული კამპანიები დიდი ჰიდროელექტროსადგურებისა და ტოქსიკური ნარჩენების გადამამუშავებელი მსხვილი ქარხნების მშენებლობის წინააღმდეგ. 1995 წელს მწვანეთა მოძრაობის დიდი მცდელობის შედეგად საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლს დამატა მე–3 პუნქტი:


"ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარების შესახებ"............

გარემოს დაცვა

გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა.

ცხოველთა და ბუნების დაცვისაგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობისათვის.

ადამიანი ცხოველებისა და მცენარეებისაგან განსხვავებით არ არის შეგუებული რომელიმე გარკვეულ გარემო(ცვა)ს, იგი მის გარემოს ტექნიკის დახმარებით თავისი მოთხოვნილებების მიხედვით აფორმირებს, მას შეუძლია ბუნებრივად მოცემული საცხოვრებელი პირობები შეცვალოს რითაც ხშირად არღვევს ეკოლოგიას. გარემოს დაზიანების პირველსაწყისები უძველეს წარსულში უნდა ვეძებოთ, ისინი ჯერ კიდევ 10 000 წელზე მეტი ხნის წინათ, როცა ადამიანებმა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა დაიწყეს. ტყეების ქვედა იარუსის მცენარეები შინაურმა ცხოველებმა გადაჭამეს, მიწათმოქმედების წინაპირობების შექმნამ გამოიწვია ფართომასშტაბიანი ეროზიები.

მოგვიანებით ბერძნულ და რომაულ ანტიკურ პერიოდში საწვავი და გემთმშენებლობისათვის საჭირო საშენი მასალების მოსაპოვებლად ხმელთაშუაზღვის აუზში მრავალი მთის ფერდობზე გაიჩეხა ტყე და ამის შედეგად გამოწვეული გახრიოკებული ლანდშაფტების ნახვა დღესაც შეიძლება, მაგრამ იმ დროს ეს ადრეული გარემოს დაზიანებები ძირიათადად რეგიონალურად იყო შემოსაზღვრული, დღეს არსებობს საფრთხე მსოფლიო მასშტაბების ნგრევისა და ამით ასევე ადამიანის სასიცოცხლო საფუძვლების განადგურებისა. ასეთი გლობალური გავლენის მაგალითებია: სათბურის ეფექტი, ოზონის შრის დაზიანება (ოზონის ხვრელი, ოზონის ფენა, ოზონი, კლიმატი), ჯუნგლების განადგურება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება.

გარემოს დაზიანების ნაციონალური და რეგიონალური შედეგების მაგალითებია: ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება, ნიადაგის მოწამვლა, ნიადაგის ეროზია, ნაგვის ( ნარჩენების) მთები, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძიმე მეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები და ზრდადი ხმაური... დღევანდელი გარემო პირობების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაგვარია: ინდუსტრიული წარმოებისას იხარჯება ნედლეული და ენერგია, წარმოებისას წარმოიქმნება ნარჩენები, ნარჩენი პროდუქტები წამლავენ წყალს, ჰაერს და ნიადაგს, თანამედროვე სოფლის მეურნეობა იყენებს უზარმაზარ მიწის ფართობებს, მიწის განოყიერებისათვის და მცენარეთა დასაცავად გამოყენებული ქიმიური საშუალებები წამლავენ ნიადაგს და წყალს, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა იწვევს არა მარტო შიმშილს და სიღარიბეს, ასევე გარემოს განადგურებას, რადგან მეტ ადამიანს მეტი საცხოვრებელი სივრცე და მეტი საკვები სჭირდება. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების მოსახლეობა გაცილებით მეტად აზიანებს გარემოს, ვიდრე ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა.




გარემოს დაბინძურება წარმოიშვება არა მარტო ინდუსტრიული წარმოებისას, არამედ გარემოს საყოფაცხოვრებო პირობებში ენერგიის გამოყენებით, გათბობის მოწყობილობათა გამონაბოლქვებით, ისევე როგორც ნაგვითა და ქიმიური ნივთიერებებით(მაგალითად, სარეცხი და საწმენდი საშუალებები) და სასმელი წყლის გაფლანგვით ( არა მომჭირნედ გამოყენებით). ერთ-ერთ ყველაზე ძნელად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს წყლის და ჰაერის დაბინძურება, ენერგიის და ფართობის გადამეტებული გამოყენება, ისევე როგორც ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურის პრობლემა.

განვითარებად ქვეყნებში გარემოს საფრთხეში ჩაგდება ხშირად ეკონომიური იძულებითაა გამოწვეული. ერთის მხრივ ტყიანი მასივების დიდი ფართობების ჩეხვა საძოვრებისა და სახნავ-სათესი ფართოებების მისაღებად, რომელებიც მონოკულტურების მოსაყვანად გამოიყენება, მეორეს მხრივ კი - გარემოსათვის მავნე საწარმოების "დასახლებით", რომელებიც ინდუსტრიულ ქვეყნებში ნებადართულიც კი არ არის.................

ყოველდღიური პრობლემები

YOVELDGIURI EKOLOGIURI PROBLEMEBI


დღესდღეობით ყველაზე დიდი პრობლემა,რაც დგას კაცობრიობის წინაშე ეს არის ეკოლოგიური პრობლემა.განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა დგას საქართველოს წინაშე,და მით უფრო ჩვენი დედაქალაქის თბილისის წინაშე..ბოლო დროის გამოკვლევების შშედეგებმაც ცხადყო რომ თბილისი ევროპაში ერთ ერთი დაბინძურებული ქალაქია..რაც მთავარია ველაფერში დამნაშავენი ჩვენ თვითონ ვართ..რადგან ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ყველგან,მე ძირითადად მინდა შევეხო ფორუმიდან გამომდინარე,ჩვენს მდინარეებთან და წყალსატევებთან არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს...თითოეული ჩვენთაგანი ბევრჯერ გავსულვართ სათევზაოდ და საკუთარი თვალით გვინახავს თუ რა ხდება ჩვენს მდინარეებსა და წყალსატევებზე..ყველაფერი გადავსებულია პოლიეთილენის პარკებით და პლასტმასის ბოთლებით.ყველას კარგად მოგვეხსენება რომ აღნიშნული ნივთიერებები არ იხრწნება და უცვლელი სახით აბინძურებს ჩვენს უძვირფასეს ბუნებას..მინდა ერთი ფაქტი გავიხსენო ჩემი ახლო წარსულიდან." __ვსწავლობდი "საქართველოს საპატრიარქოს ეკოლოგიისა და დეკორატიული მებაღეობის " ინსტიტუტში,საიდანაც მოგვიწია ექსპედიციით წასვლა ლაგოდეხის ნაკრძალში,თან გვახლდა კანადელი მეცნიერი.რომ მოვიარეთ ნაკრძალი და უკან ვბრუნდებოდით ეს კაცი ჩემს წინ მიდიოდა და გზად რაც კი პოლიეთილენის პარკები და პლასტმასის ბოთლები ნახა ყველა აკრიფა და გაასუფთავა ბილიკი..სწორედ მაგ დროს მივხვდი თუ რა უგუნური და უვიცი ვიყავი.მე საქართველოში დაბადებულ გაზრდილ ადამიანს იმის შეგნება არ მქონდა რომ ის ნაგავი მე ამეკრიფა,ამის მაგივრად მე პირიქით დავაბინძურე იქაურობა.რაც მთავარია ამ კონკრეტულმა შემთხვევამ ჩემზე იმდენად იმოქმედა,რომ მე იმ დღის შემდეგ ბევრ რამეზე დავფიქრდი და შევიგნე და შევიმეცნე,რომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და პატივი უნდა ვცეთ მას,როგორც ცოცხალს და ერთადერთს...ყველაზე უფრო საგანგაშო კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ჩვენი ერთ ერთი უმთავრესი მდინარე "მტკვარი" რომელიც ძალიან არის დაბინძურებული სხვადასხვა მავნე ნივთიერებებისგან,XIX საუკუნის 60-იან წლებში მტკვრიდან წყალს წყალსაქაჩით ქაჩავდნენ, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო.

მე-19 საუკუნის დასაწყისში დიდუბეში ორი სარწყავი არხი ყოფილა ავჭალიდან გამოყვანილი რუ და მტკვრიდან გამოყვანილი ეწ. ბაღის არხი საბჭოთა პერიოდში მტკვრის წყალს ფართოდ იყენებდნენ ფაბრიკასა და ქარხნებში ტექნიკური წყლით უზრუნველსაყოფად.დღეს კი ყოველივე ეს წარმოუდგენელია..გარდა პოლიეთილენისსა და პლასტმასისა,ჩვენი წყლების დაბინძურებასა და მისი ფლორისა და ფაუნის გადაშენებას ხელს უწყობს მდინარეებში ჩამავალი ფეკალური მასები,სხვადასხვა ქიმიური ნარჩენები და ყველაზე მთავარი ჩვენი"ადამიანების" დაუდევრობა და მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრების წესი..ხვალინდელ დღეზე თუ არ ვიფიქრედ,სულ მალე თევზიც გაქრება და სხვა დანარჩენიც..ამ სტატიით მინდა ყველას მოვუწოდო რომ მოვეფერო ბუნებას,რადგან არაფერი არ ჯობია იმას როცა სუფთა და ჯანსაღ გარემოში ისვენებ და ტკბები მისი სილამაზით..ამ ფორუმზე არაერთი ფოტო არსებობს,რომელიც ასახავს საქართველოს ბუნების სილამაზეს.მოდი ისე ნუ გავაკეთებთ,რომ ამ ლამაზ ფოტოებს ჩაენაცვლოს გახრიოკებული,სანაგვედ ქცეული ადგილების ამსახველი ფოტოკოლაჟი.მინდა ყველას თხოვნით მივმართო:_როცა სათევზაოდ ან უბრალოდ დასასვენებლად გავალთ ბუნებაში და თუ წავაწყდებით მიმობნეულ ნაგავს,მოვაგროვოდ ცეცხლი მოვუკიდოთ და გავანადგუროდ.ამით თუნდაც უმნიშვნელო წვლილი შევიტანოდ ჩვენი მომავლის სასიკეთოდ...ვინც იზიარებთ ჩემს მოსაზრებებს დიდი მადლობა.განვავრცოთ და განვავითაროდ თემა. ვისწავლოთ და განვახორციელოდ მარტივი პრინციპი:__მივაგოთ ღმერთს ღმრთისაი და ვიხაროდ ორსავე სოფელსა შინა..ღმერთმა გაგახაროდ.